LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საინვესტიციო ჯგუფი „ბიჯეო“ საბანკო და საინვესტიციო ბიზნესად იყოფა

123

საინვესტიციო ჯგუფმა „ბიჯეო“ (BGEO Group PLC), საქართველოში უცხოური საინვესტიციო კაპიტალის მოზიდვის ერთ-ერთმა უმსხვილესმა წყარომ, განაცხადა, რომ ის გეგმავს ფუნქციონირება განაგრძოს ორი დამოუკიდებელი კომპანიის სახით. ერთი კომპანია საბანკო (Bank of Georgia Group), ხოლო მეორე – საინვესტიციო ბიზნესის (BGEO Investments) მიმართულებით იმუშავებს. ორივე კომპანიის აქციები განთავსებული იქნება ლონდონის საფონდო ბირჟაზე. შესაბამისად, ლონდონის საფონდო ბირჟაზე „ბიჯეო ჯგუფიდან“ უკვე სამი კომპანია იქნება წარმოდგენილი.

კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით თანახმად, „ბიჯეო ჯგუფს“ მიაჩნია, რომ ორი დამოუკიდებელი კომპანიის სახით ჩამოყალიბება განვითარების კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას გაუჩენს ორივე ბიზნეს მიმართულებას, რომლებიც, თავის მხრივ, საქართველოში ლიდერები არიან საკუთარ სფეროში. მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ ამ ბიზნესს ექნება მეტი მოქნილობა მართოს საკუთარი რესურსებიდა მისდიოს საკუთარ სტრატეგიას.

”საინვესტიციო კომპანია BGEO Investments („ბიჯეო ინვესტმეტნს“)* განაგრძობს ინვესტიციების ქართულ ბიზნესში განხორციელებას, დაფინანსების მოზიდვას ადგილობრივი და საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებიდან და დაეყრდნობა კომპანიების ზრდის 10 წელზე მეტი ხნის გამოცდილებას. საქართველოს ბანკი კვლავინდებურად შესთავაზებს მომხმარებელს საცალო და კორპორაციული საბანკო საქმიანობის მომსახურებას, ლიზიგნს, დაგროვილი ქონების მართვას, საბროკერო მომსახურებასა და საბანკო მომსახურებას ბელარუსში.

ორივე კომპანიას ეყოლება ცალ-ცალკე სამეთვალყურეო და დირექტორთა საბჭოები. „ბიჯეო ინვესტმენტს“ სათავეში ჩაუდგება ირაკლი გილაური, გენერალური დირექტორისა და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს სახით. საქართველოს ბანკის მენეჯმენტის სათავეში იქნება კახა კიკნაველიძე, ხოლო საქართველოს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს პოსტზე ირაკლი გილაურს შეცვლის ნილ ჯანინი (ამჟამად „ბიჯეო ჯგუფის“ არააღმასრულებელი, დამოუკიდებელი თავმჯდომარე)- ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციაში.

„ეს არის ახალი ეტაპი კომპანიის განვითარებაში და ამ გადაწყვეტილებით ჩვენ ახალი ისტორიის წერას ვიწყებთ. „იმის გათვალისწინებით, რომ საბანკო და საინვესტიციო მიმართულებებმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს, მიგვაჩნია, რომ მათი შემდგომი ზრდისთვის,ცალ-ცალკე, დამოუკიდებლად განვითარება ყველაზე სწორი გზაა. ეს შესაძლებლობას მიცემს, როგორც საქართველოს ბანკს, ისე „ბიჯეო ინვესტმენტს“ მაქსიმალურად გამოიყენონ თავიანთი მომგებიანი პოზიციონირება და მაქსიმალურად აითვისონ პოტენციალი გრძელ ვადაში. მიგვაჩნია, რომ ეს ორი მიმართულება დამოუკიდებლად კიდევ უფრო მეტად განვითარდება, დამატებით – საქართველოს ბანკს კი ექნება შესაძლებლობა კვლავ აქტიურად იმუშაოს კორპორაციული საბანკო მომსახურების მიმართულებით.“ -განაცხადა „ბიჯეო ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა და საქართველოს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი გილაურმა.

„საქართველოს ბანკი არა მარტო განაგრძობს წარმატებული და ზრდადი შედეგების მიღწევას, არამედ კიდევ უფრო გახსნილი და მოქნილი იქნება ახალი შესაძლებლობების გამოყენებისთვის. ჩვენი მოლოდინია, რომ საინვესტიციო ჯგუფის „ბიჯეო“ გადაწყვეტილებას ექნება განსაკუთრებით დადებითი გავლენა ბანკის კორპორაციული ბიზნესის ზრდაზე. ბანკი შეინარჩუნებს მის უაღრესად ნიჭიერ მმართველ გუნდს, შესანიშნავ თანამშრომლებს, ძალიან კარგ პოზიციონირებას როგორც საცალო, ისე კორპორაციული საბანკო მომსახურების სფეროში და განვითარების თვისებრივად ახალ ეტაპზე გადავა.“ – აღნიშნა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, კახა კიკნაველიძემ.

ცნობისთვის, „ბიჯეო ჯგუფის“ გადაწყვეტილება უნდა დაამტკიცოს კომპანიის აქციონერთა საბჭომ. შემდგომ პროცესი გასტანს რამდენიმე თვეს და სავარაუდოდ 2018 წლის პირველ ნახევარში დასრულდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g