LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საინვესტიციო პროექტები, რომლებიც საქართველოში 2016 წელს განხორციელდება

104

საპარტნიორო ფონდი 2016 წელს საქართველოში რამდენიმე მილიონიან პროექტს განახორციელებს. ”ფორტუნა” გთავაზობთ იმ პროექტებს, რომელთა განხორციელებაც 2016 წელს დაიწყება:

• YTONG-ის ენერგოეფექტური ბლოკის საწარმო, 16 მლნ დოლარი საინვესტიციო მოცულობა;

• სასტუმრო კომპლექსი „ლოპოტა“ თელავის რაიონში, საინვესტიციო მოცულობა 5,5 მლნ დოლარი ;

• სასტუმრო Park Inn თბილისში, 20 მლნ დოლარი საინვესტიციო მოცულობა;

• 4-ვარსკვლავიანი სასტუმრო აბასთუმანში, 25 მლნ დოლარი საინვესტიციო მოცულობა;

• სასტუმრო Radisson წინანდალში, 30 მლნ დოლარი საინვესტიციო მოცულობა.

რაც შეეხება მიმდინარე პროექტებს, რომლებიც ჯერ არ დასრულებულა, ესენია:

• ნენსკრაჰესი – 1 მლრდ დოლარი საინვესტიციო მოცულობა

• კასლეთი ჰესი, 12 მლნ დოლარი საინვესტიციო მოცულობა

• ლუხუნი-2 ჰესი, 27 მლნ დოლარი საინვესტიციო მოცულობა

• სამოქალაქო თვითმფინავების კომპოზიტური ნაწილების მწარმოებელი ქარხანა, 85 მლნ დოლარი საინვესტიციო მოცულობა;

• ფარმაცევტული ქარხანა, 155 მლნ დოლარი საინვესტიციო მოცულობა;

• რუხის სავაჭრო ცენტრი, 8 მლნ დოლარი საინვესტიციო მოცულობა;

• ახალი 3-ვარსკვლავიანი საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო ქუთაისში, 3 მლნ დოლარი საინვესტიციო მოცულობა;

• სასტუმრო Hyat Regency, 65 მლნ დოლარი საინვესტიციო მოცულობა;

• სათბური სამტრედიაში, 4.6 მლნ დოლარი საინვესტიციო მოცულობა;

• Vanrik Agro ლურჯი მოცვის პლანტაცია და გადამუშავებელი საწარმო, 2.2 მლნ დოლარი საინვესტიციო მოცულობა;

• მეღორეობის კომპლექსი კალანდა, 12.4 მლნ დოლარი საინვესტიციო მოცულობა;

• რაჭის ტურისტული განვითარების კვლევა;

• სამშენებლო მასალების სექტორის კვლევა;

• წყალტუბოს საკურორტო ზონის განვითარების კონცეფცია.

სს „საპარტნიორო ფონდი” არის სახელმწიფო საინვესტიციო ფონდი, რომელიც დაარსდა 2011 წელს. ფონდს მინიჭებული აქვს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-ის რეიტინგი “BB-“, რაც საქართველოს საკრედიტო რეიტინგის თანასწორია. „საპარტნიორო ფონდი” შეიქმნა სატრანსპორტო, ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის სფეროში არსებული მსხვილი სახელმწიფო საწარმოების კონსოლიდაციის ბაზაზე. ფონდის მთავარი დანიშნულებაა საქართველოში ინვესტიციების წახალისება საინვესტიციო პროექტების განვითარების საწყის ეტაპზე თანამონაწილეობის გზით (კაპიტალში თანაინვესტირება, სუბორდინირებული სესხი და ა.შ.).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g