LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”საირმე” ”წლის ექსპორტიორი” გახდა

237

კომპანია ”საირმე მინერალ ვოთერს” ”წლის ექსპორტიორის” სერთიფიკატი გადაეცა. როგორც ”ფორტუნას” კომპანიის მარკეტინგის მენეჯერმა ნინო გვანცელაძემ განუცხადა, აღნიშნული ტიტული ”საირმეს”  ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების  კავშირმა მიანიჭა.

”ეს ჯილდო საწარმოებს ენიჭება განსაკუთრებული ეკონომიკური მიღწევებისთვის, საერთაშორისო ბაზარზე ეფექტური საქმიანობისა და საქმიანობის მაღალი სტანდარტებისა და ნოვატორობისაკენ სწრაფვისთვის”, – აღნიშნა გვანცელაძემ.

მისივე ინფორმაციით, მიმდინარე წელს კომპანიამ კიდევ ერთი აღიარება მოიპოვა  –  ”საირმე მინერალ ვოთერსმა” მოსკოვში 2016 წლის საუკეთესო პროდუქტის ტიტული მიიღო.

”რუსეთის ბაზარზე ექსპორტს უკვე წლებია ვახორციელებთ. შესაბამისად, მონაწილეობას ვიღებთ მოსკოვში საკვები პროდუქტებისა და სასმელი წყლების გამოფენაზე, სადაც უკვე მესამე წელია საუკეთესო პროდუქტის ტიტულით ვჯილდოვდებით”, – განმარტა კომპანიის მარკეტინგის მენეჯერმა.

მისივე ინფორმაციით, ”საირმე მინერალ ვოთერსმა” 2015 წლის ბოლოდან  ექსპორტის განხორციელება დამატებით 4 ახალ ქვეყანაში დაიწყო. მათ შორის, საუდის არაბეთში, ყაზახეთში, თურქმენეთში და ისრაელში.

”ჩვენი პროდუქციის დაახლოებით 25-30 % საექსპორტოა, დანარჩენი 70% კი ადგილობრივ ბაზარზეა გათვლილი. უახლოეს მომავალში ახალი საწარმოს აშენებას არ ვგეგმავთ, თუმცა იზრდება კომპანია და ბუნებრივია, იზრდება მისი წარმოებაც”, – განაცხადა ნინო გვანცელაძემ.

კომპანია „საირმე მინერალ ვოთერს“ წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან, თანამედროვე და მაღალტექნოლოგიურად უზრუნველყოფილ წყლის მწარმოებელ საწარმოს. კომპანია აწარმოებს ცნობილი ქართული წყლის ბრენდს „საირმე“ და წყაროს წყალს „ნაკადული”, რომლთა ყადივები ხორციელდება როგორც შიდა, ასევე გარე ბაზარზე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g