LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“საირმემ” ხარისხის მენეჯმენტის სისტემის სერტიფიკატი მოიპოვა

374

კომპანია „საირმე მინერალ ვოთერსს“ ISO 22000:2005 სერიის ხარისხის მენეჯმენტის სისტემის სერტიფიკატი გადაეცა, “Bureau Veritas” სასერტიფიკაციო ჰოლდინგის დიდი ბრიტანეთის ფილიალის მიერ.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი კომპანიის განვითარების ისტორიაში. ახალი სერტიფიკატი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ჩვენი პროდუქცია უმაღლესი ხარისხისაა და რომ ვაწარმოებთ ევროპული სტანდარტების შესაბამისად“,-  განაცხადა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, იანინა მაშკოვამ.

როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, ISO-ს სერტიფიცირება ეფუძნება კომპანიაში ხარისხის მართვის პრინციპებს, რომელიც მოიცავს მომხმარებელთა კმაყოფილების დონეზე ზრუნვას, მოტივაციის კონტროლს და მუდმივი გაუმჯობესებისა და მიმოხილვის პროცესს ხელმძღვანელობისგან.

”სერტიფიცირების მიზანია მომხმარებელთა დაზღვევა, რომ ისინი მიიღებენ უმაღლესი ხარისხის პროდუქციას. ეს არის მსოფლიო დონის ტესტირება და გქონდეს ISO სერტიფიცირება ნიშნავს, რომ ჩვენი  პროდუქციის მომხმარებელს შეუძლია იყოს დარწმუნებული, რომ მათ მიეწოდებათ ხარისხიანი პროდუქცია”, – განმარტეს „საირმე მინერალ ვოთერსში”.

კომპანია „საირმე მინერალ ვოთერს“ წარმოადგენს  თანამედროვე და მაღალტექნოლოგიურად უზრუნველყოფილ წყლის მწარმოებელ საწარმოს. კომპანია აწარმოებს ცნობილი ქართული წყლის ბრენდს „საირმე“ და წყაროს წყალს „ნაკადული”, რომლთა ყადივები ხორციელდება როგორც შიდა, ასევე გარე ბაზარზე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g