LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საიუბილეო და სარეკორდო გოლები: ევროპაში ვარსკვლავები კაშკაშებენ

60

მადრიდის „რეალის“ კაპიტანმა სერხიო რამოსმა ესპანეთის პირველობაზე „ჟირონას“ გაუტანა (4:1). ესპანელმა ზედიზედ მე-15 სეზონში გამოიჩინა თავი.
ამით 32 წლის რამოსმა გაიმეორა მცველებს შორის ლა ლიგის რეკორდი, დაეწია რა ასევე „რეალის“ ლეგენდას ფერნანდო იეროს.

 

„ჟირონას“ გარეთ ბეილმაც გაუტანა.
უელსელმა საკლუბო კარიერაში 150-ე გოლი გაიტანა.
ბეილის ანგარიშზე 89 გოლია მადრიდელთა რიგებში, 56 – „ტოტენჰემის“ შემადგენლობაში და 5 – „საუთჰემპტონში“.

გარდა ამისა, ბეილმა პრიმერაში გაიხანგრძლივა საგოლე სერია (7 გოლი) 6 მატჩამდე – ეს მისი პირადი რეკორდია.

 

დორტმუნდის „ბორუსიას“ ნახევარმცველი მარკო როისი „ლაიპციგთან“ 4:1 მოგებულ შეხვედრაში გოლით გამოირჩა.
შემტევმა ბუნდესლიგურ კარიერაში მე-100 გოლი გაიტანა. მას ამისთვის 234 მატჩი დასჭირდა.
როისის ანგარიშზე 64 გოლია დორტმუნდის „ბორუსიას“ რიგებში და 36 გლადბახის “ბორუსიას“ შემადგენლობაში.

 

ლონდონის „ჩელსის“ ნახევარმცველმა ედენ აზარმა „ნიკასლთან“ შეხვედრაში გაიტანა. (2:1).
ბელგიელმა ლონდონელთა რიგებში 70-ე გოლი შეაგდო ჩემპიონატის მატჩებში და კლუბის ისტორიაში მესამე ადგილზე გადავიდა: მან ჯიმი ფლოიდ ჰასელბანკს გადაუსწრო (69 გოლი).
ლიდერები ფრენკ ლამპარდი (147) და დიდიე დროგბა არიან (104).

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები