LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საიუველირო მაღაზიათა ქსელში ”დელფოსი” ფასდაკლების აქცია დაიწყო

481

საიუველირო მაღაზიათა ქსელში ”დელფოსი” 29 ოქტომბრიდან ფასდაკლების აქცია დაიწყო.

როგორც ”ფორტუნა პლუსთან” საუბრისას კომპანიის პიარ მენეჯერმა მარიამ ღუღუნიშვილმა აღნიშნა, 30%, 40% და 50%-იანი ფასდაკლების აქცია იტალიური ბრენდების, Assos-ისა და So Chic-ის ვერცხლის სამკაულებსა და მაჯის საათებზე ვრცელდება.

მისივე ინფორმაციით, „დელფოსის“ ბიჟუტერია არ შეიცავს ნიკელს და ანტისეპტიკურად არის დამუშავებული. ”დელფოსი” მსურველებს იტალიური ვერცხლის ნაკეთობებსაც სთავაზობს, რომელიც ბურნებრივი ქვებითაა გაფორმებული.

გარდა ამისა, მსურველებს მაღაზიაში იტალიური ვერცხლით დამზადებული ჯვრებისა და კულონების, ყვითელი ოქროსა და თეთრი ოქროს კოლექციების შეძენაც შეუძლიათ.

”დელფოსის” ქსელში კოლექციები ყოველ ორ კვირაში ერთხელ ახლდება. ასორტიმენტში როგორც ქალის, ასევე მამაკაცისა და ბავშვის სამკაულების ხაზიცაა წარმოდგენილი. „დელფოსის” პროდუქცია ნებისმიერი ასაკისა და შემოსავლის მქონე მომხმარებელზეა გათვლილი”, – განაცხადა ღუღუნიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ თბილისში „დელფოსის“ 11 მაღაზია ფუნქციონირებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები