LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საჯარო სამსახურებიდან სპეციალისტების გაყრა და ნათესავების მიყვანა მეტი ადამიანის სიკვდილს ნიშნავს“ – ბაია პატარაია ბათუმის ტრაგედიაზე

157
BeFunky-collage0კ,პ654=9 - 2025-02-18T010825.366

საჯარო სამსახურებიდან სპეციალისტების გაყრა და ნათესავების მიყვანა მეტი ადამიანის სიკვდილს ნიშნავს, – ამის შესახებ კავშირი „საფარის” ხელმძღვანელმა, ბაია პატარაიამ განაცხადა და ბათუმში მომხდარ ტრაგედიას გამოეხმაურა.

„დღეს მერიები, მუნიციპალური სამსახურები უცნაური შტატებით არის სავსე. ვერ ვიტყვით, რომ შტატების ნაკლებობა აქვს ამა თუ იმ უწყებას. პრობლემა სხვა რამეშია. როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ კორუფციაა პრობლემა, ადამიანებს ჰგონიათ კორუფცია მხოლოდ ფულის კეთება.

ფულის კეთება იმას კი არ ნიშნავს, რომ ვიღაცამ ფული ჯიბეში ჩაიდო, კორუფცია იმას ნიშნავს, რომ საქმე ან არ გაკეთდა, ან ცუდად გაკეთდა. დღეს რომ გაყარე საჯარო სამსახურებიდან სპეციალისტები და მიიყვანეს ნათესავები, პარტაქტივი, რომელმაც არც იცის და არც აინტერესებს, ეს პირდაპირ ნიშნავს, რომ მეტი ადამიანი მოკვდება. „ქართული ოცნება” ცდილობს, რომ ამას დაარქვას ტრაგედია, უბედური მოვლენა. არა, ეს არის დანაშაული“, – განაცხადა ბაია პატარაიამ.

შეგახსენებთ, ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ორი არასრულწლოვანი თხრილში ჩავარდა და დაიღუპა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო.

საია: „ბათუმში ბავშვების დაღუპვა სიცოცხლის უფლებასთან მიმართებით ვალდებულებების იგნორირების შედეგია“

„როცა მშიერ ბავშვებს მიწა ითხოვს ხოლმე, როცა თუნდაც მაძღარი ბავშვებით ძღება მიწა. მოდის ვიღაც კაცი და მეუბნება: ჩემკენ ხელი არ გამოიშვირო – სხვისი ბრალია“ – გიორგი კეკელიძე ბათუმის ტრაგედიაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g