LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საკარანტინო ზონად გამოცხადებული ლენტეხის მუნიციპალიტეტი მალე გაიხსნება

144
115004975

ლენტეხის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ამ დროის მონაცემებით 41 პირი თვითიზოლაციიდან მოიხსნა. ამის შესახებ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულმა, არჩილ ჯაფარიძემ განაცხადა. რწმუნებულის თქმით, საკარანტინო ზონად გამოცხადებული ლენტეხის მუნიციპალიტეტი მალე გაიხსნება.

„ეპიდემიოლოგების ვარაუდით, ვირუსის გადაცემის შესაძლო ჯაჭვი გაწყვეტილია, საკარანტინო ვადის ამოწურვის შემდეგ, მუნიციპალიტეტს გავხსნით“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, რომ ლენტეხში, სოფელ მელეში კორონავირუსის დაფიქსირების შემდეგ რეგიონში ზომები გამკაცრდა. ცაგერი-ლენტეხის გზაზე განთავსებულია საკონტროლო გამშვები პუნქტი და მუნიციპალიტეტი ჩაკეტილია. ადგილზე სიტუაციას შსს და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები აკონტროლებენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g