აჭარის ტელევიზიის ამინდის პროგნოზის წამყვანს, კობა ფარტენაძეს პირდაპირ ეთერში მამაკაცმა ყურძენი შეაწოდა. წამყვანი თავიდან დაიბნა, შემდეგ კი მამაკაცს მადლობა გადაუხადა საჩუქრისთვის.
კობამ თავად გაგვიზიარა ამონარიდი გადაცემიდან და დაწერა:
„მშვენიერია ყურძენი დილით, როგორც ბავშვობის გემო, რომელიც ჯერ კიდევ ცოცხალია. ტელევიზიის ირგვლივ კი დიდებული სამეზობლოა და ამ უბრალო დილაში, ბათუმი ისევ გვახსენებს. სილამაზე არის იქ, სადაც ადამიანები ერთმანეთს ხედავენ…“