LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახალხო დამცველი: „მომრავლდა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირების მიმართ სტერეოტიპების ხელშემწყობი განცხადებები – მოვუწოდებთ პოლიტიკოსებს, თავი შეიკავონ სტიგმის გამაძლიერებელი განცხადებებისგან“

189
ლევან იოსელიანი ირაკლი კობახიძე და ნიკა გვარამია

„სამწუხაროდ, განსაკუთრებით მომრავლდა სხვადასხვა ფორმატით ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირების მიმართ სტერეოტიპების ხელშემწყობი განცხადებები, რაც არღვევს ადამიანის ღირსების დაცვის ფუნდამენტურ პრინციპებს და ხელს უწყობს დისკრიმინაციის წახალისებას“, – ამის შესახებ სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებაშია ნათქვამი.

ამავე განცხადების თანახმად, აღნიშნული განცხადებით, სახალხო დამცველი ეხმიანება ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე პირთა დამამცირებლად მოხსენიებისა და სტიგმის შემცველი დამოკიდებულების გამოხატვის ბოლო პერიოდში გახშირებულ შემთხვევებს, მათ შორის, სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირ(ებ)ის მხრიდან.

სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს პოლიტიკოსებსა და საჯარო პირებს, თავი შეიკავონ სტიგმის გამაძლიერებელი განცხადებებისგან.

ირაკლი კობახიძე – „გვარამია აცხადებდა, რომ მას ჰქონდა ფსიქიკური პრობლემები, თუმცა იმკურნალა და დაძლია – ირკვევა, რომ არავითარი პრობლემები არ მოუგვარებია“

„ვერავითარი ფაქტი ვერ წარმოადგინეს/ ერთადერთი იყო მარნეულის ოლქში ბიულეტენების ჩაყრის შემთხვევა და იქაც რეაგირება იყო მყისიერი,“ – განაცხადა კობახიძემ.

„ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირთა მიმართ სტერეოტიპული დამოკიდებულება და სტიგმა კვლავ ძლიერია ქვეყანაში და ისინი ყველაზე ხშირად ხდებიან უთანასწორო მოპყრობის სამიზნე, ხოლო საჯარო პირების მხრიდან გამოვლენილი სტერეოტიპული დამოკიდებულება აფერხებს მათი საზოგადოებაში ინტეგრაციის ყველა მცდელობას.

სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს პოლიტიკოსებსა და საჯარო პირებს, რომელთა პირდაპირი მოვალეობა არსებული სტიგმის შემცირება და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირთა უფლებების დაცვის ხელშეწყობაა, არ დაუშვან ფსიქიკური ჯანმრთელობის ნიშნით პირთა არათანასწორ პირობებში ჩაყენება და თავი შეიკავონ სტიგმის გამაძლიერებელი განცხადებებისგან.“ – აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, გუშინ გაკეთებულ განცხადებაში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ნიკა გვარამიას მისამართით შემდეგი განცხადება გააკეთა:

„გვარამია აცხადებდა, რომ მას ჰქონდა ფსიქიკური პრობლემები, თუმცა იმკურნალა და დაძლია ეს მდგომარეობა. ირკვევა, რომ … აბსოლუტურად სერიოზულად ვგულისხმობ – რეალურად გაირკვა, რომ არავითარი პრობლემები არ მოუგვარებია“.

📢 საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე პირთა დამამცირებლად მოხსენიებისა და სტიგმის…

Posted by საქართველოს სახალხო დამცველი Public Defender of Georgia on Tuesday 12 November 2024
mazda magti 5g