“ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკურ პარტიებს, აგიტაციის გზით, აცრების მხარდამჭერი კამპანიის წარმოებაც შეუძლიათ”, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა.
ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ აცრების მხარდამჭერი კამპანიის საწარმოებლად ეს ყველაზე ეფექტური გზა იქნება.
ნინო ლომჯარია მოუწოდებს პოლიტიკოსებს, პროცესში თავიანთი აქტივისტები და ოფისებიც ჩართონ, ასევე ყველა სახელმწიფო თუ არასაჯარო დაწესებულების ხელმძღვანელობამ წაახალისოს მოქალაქეები და დაეხმარონ მათ რეგისტრაციაში.
„თვითმმართველობის არჩევნების დროს პოლიტიკური პარტიები ჩადიან თითქმის ყველა სოფელში, ყველაზე შორეულ ადგილებშიც კი და ვფიქრობ, რომ აცრების მხარდამჭერი კამპანიის საწარმოებლად და ინფორმაციის მოსახლეობამდე მისატანად საარჩევნო კამპანიის გამოყენება ყველაზე ეფექტური გზა იქნება!”,-აღნიშნავს ნინო ლომჯარია.