LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახალხო დამცველის აპარატი: გიორგი ჩიკვაიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა

126
გიორგი ჩიკვაიძე

სახალხო დამცველის რწმუნებულებმა, მათ შორის, სახალხო დამცველის აპარატში დასაქმებულმა ექიმმა, #8 პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებული გიორგი ჩიკვაიძე მოინახულეს. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

ომბუდსმენის ინფორმაციით, ისინი ასევე, გაესაუბრნენ პენიტენციური სამსახურის სამედიცინო პერსონალს.

სახალხო დამცველის აპარატი აღნიშნავს, რომ ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა.

ირაკლი პაპიაშვილი: „გიორგი ჩიკვაიძეს ჰქონდა კრუნჩხვა, ვეღარ გადაადგილდება, დღეს ადვოკატთან გამოიყვანეს ეტლით – მოვითხოვთ, მის დაუყოვნებლივ საავადმყოფოში გადაყვანას“

„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ გიორგი ჩიკვაიძეს გამოცხადებული აქვს შიმშილობა. ამ დროისათვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური ინფორმაციის დაცვის მიზნით, არ ვასაჯაროებთ.

სახალხო დამცველის აპარატი გააგრძელებს გიორგი ჩიკვაიძის უფლებების დაცვაზე ზედამხედველობას”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g