სახალხო დამცველის წარმომადგენლის, მიხეილ ღოღაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში ძალის გამოყენებით გადმოიყვანეს.
„მას წინააღმდეგობის გაწევაზე არაფერი განუცხადებია. მას არ უნდოდა მე-18 დაწესებულებაში გადმოსვლა. ძალის გამოყენებით გადმოიყვანეს მე-12 დაწესებულებიდან. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ტრანსპორტირება მოხდა მანქანით. გადმოიყვანეს სასწრაფოს მანქანით“, – განაცხადა ღოღაძემ.
შეგახსენებთ, გლდანის მე-18 დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხიდან დღეს გადაიყვანეს.