LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახალხო დამცველმა გიგი გიგიაძის საქმეზე დისკრიმინაციული მოპყრობა დაადგინა

72
გიგი გიგიაძე

სახალხო დამცველმა გიგი გიგიაძის საქმეზე დისკრიმინაციული მოპყრობა დაადგინა. სახალხო დამცველს ამ საკითხზე არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ იურისტებმა მიმართეს.

ომბუდსმენის განცხადების თანახმად, გიგი გიგიაძე 24-წლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე უმაღლესი რანგის კარიერული დიპლომატია. ბოლოს ის დანიის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად მსახურობდა.

„მას შემდეგ, რაც მან 2020 წლის 7 ოქტომბერს პირად „ფეისბუკზე“ გამოქვეყნებული სტატუსით საჯარო სოლიდარობა გამოუცხადა ე.წ. „კარტოგრაფების საქმის“ ერთ-ერთ ფიგურანტს, საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს ივერი მელაშვილს, მას დიპლომატიური სამსახურის ვადა აღარ გაუგრძელეს და რეზერვში ჩარიცხვიდან 13 თვის განმავლობაში აღარც ახალი სამსახური შესთავაზეს, სამინისტროში არსებული ათობით ვაკანსიის მიუხედავად“, – ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ გიგი გიგიაძისთვის დიპლომატიური სამსახურის ვადის გაგრძელებაზე უარი და ასევე, არსებულ ვაკანსიებზე მისი კანდიდატურის განუხილველობა, განსხვავებული მოსაზრების გამოთქმის გამო, მის მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობას წარმოადგენს.

სახალხო დამცველის გადაწყვეტილება სრულად იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/3yTVVFc

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g