ე.წ. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ საწვრთნელ ბაზებზე რუსების პირველმა მობილიზებულმა ჯგუფებმა ვარჯიში დაიწყეს.
მობილიზებული რუსების დონეცკში ჩასვლაზე ინფორმაციას რუსული მედია სეპარატისტებზე დაყრდნობით ავრცელებს.
„რუსეთში გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში, სამხედრო სამსახურში გამოძახებული პირების პირველი ჯგუფი სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში ჩავიდა. ახლა ისინი საწვრთნელ პოლიგონზე ინტენსიურ საბრძოლო მომზადებას გადიან.
როგორც სახალხო მილიციაში აღნიშნეს, სახალხო რესპუბლიკების მაცხოვრებლები ენთუზიაზმით შეხვდნენ მოახლოებულ ძალებს და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ამ გადაწყვეტილების მიღების გამო მადლობა გადაუხადეს“, – წერს Tass.ru.
შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ განკარგულებას ხელი 21 სექტემბერს მოაწერა.
განკარგულების მიხედვით, სამხედრო სამსახურში გაიწვევენ მხოლოდ იმ მოქალაქეებს, ვინც ამ ეტაპისთვის რეზერვში იმყოფება და უპირველესად მათ, ვისაც უმსახურია შეიარაღებული ძალებში, აქვს გარკვეული რაიმე სპეციფიკური სამხედრო სპეციალობა და შესაბამისი გამოცდილება.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში