LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 33 მლნ ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

109
ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე  33 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა შვიდმა კომერციულმა ბანკმა მიიღო. მოთხოვნამ 80 375 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 6.340 პროცენტით, მაქსიმალური 6.88 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი – 6.765 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონურმა განაკვეთმა 6.750 პროცენტი შეადგინა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები