LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 90 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

130
ეროვნული ბანკი

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 90 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, აუქციონში  მონაწილეობა მიიღო სამმა კომერციულმა ბანკმა.

“მოთხოვნამ შეადგინა 187 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.800 პროცენტით, მაქსიმალური 8.940 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი  8.826 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონური საპროცენტო განაკვეთი 9.750 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში”, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g