ლორენ სანჩესი და ჯეფ ბეზოსი დღესასწაულების პერიოდს კოლორადოს პოპულარულ სათხილამურო კურორტზე, ასპენში ატარებენ. ისინი პაპარაცების ობიექტივში შოპინგისას მოხვდნენ.
წყვილი, რომელიც ცნობილ ვარსკვლავებს შორის ერთ-ერთ ყველაზე განხილვად დუეტად ითვლება, ქალაქში ხელჩაკიდებული სეირნობდა.
ლორენს ბეწვით გაფორმებულ, პომპეზური ქურთუკი ეცვა, ორივეს „ქოვბოის“ სტილის ქუდები ეხურა.
წყვილი დასავლური სტილის სამოსის მაღაზიაში შევიდა, სადაც მათ დიჯეი დიპლო შეხვდათ. ლორენი მეგობარს მხურვალე კოცნით შეხვდა. სწორედ ეს მომენტი აღბეჭდეს ფოტოგრაფებმა და ის მალევე მოექცა საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში.
„მხურვალე კოცნა ქმრის ზურგს უკან“, – ასე დაასათაურეს ტაბლოიდებმა ფოტო.
ლორენ სანჩესი ქმართან პაემანზე „ალაიას” 10 000 დოლარიანი ტყავის ქურთუკით გამოჩნდა
„კაბა კაბარე“ – მისტერ და მისის ბეზოსების გლამურული პაემანი მაიამის სანაპიროზე



