LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახელმწიფო ბიუჯეტის დიდი ოდენობით დაზიანების ფაქტზე სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში ოთხი პირი მიეცა

44
233293_video

ყალბი საგადასახადო დოკუმენტების ჯგუფურად დამზადება-გამოყენებისა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, მოტყუებით, სახელმწიფო ბიუჯეტის დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე, სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში ოთხი პირი მიეცა.

ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, 2019-2021 წლებში, მათი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიების სახელით, დაამზადეს და გამოიყენეს საქონლის ფიქტიური მიწოდების ამსახველი ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რა გზითაც შეიქმნეს 270 000 ლარზე მეტი ოდენობის ყალბი აქტივი, რომელიც შემდგომში გამოიყენეს ბიუჯეტის მიმართ არსებული ვალდებულებების დასაფარად.

ბრალდებულებმა, ამავე კომპანიების საგადასახადო შემოწმებასთან დაკავშირებით, მოსალოდნელი დარიცხვებისაგან თავის არიდების მიზნით, აღურიცხავ საქონელზე დაამზადეს და მაკონტროლებელ ორგანოს წარუდგინეს საქონლის შეძენის დამადასტურებელი ყალბი შესყიდვის აქტები.

გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებითა და 185-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g