პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, სახელმწიფო დაფნის ბაღების გაშენებას დააფინანსებს.
საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, დაფნაზე მოთხოვნა საერთაშორისო ბაზრებზე იზრდება.
„საქართველოს ჰქონდა ოდითგანვე ტრადიციები ამ კულტურის წარმოების, თუმცა ჩვენი გეოგრაფია მნიშვნელოვანწილად გაიზარდა და ერთი ან ორი ქვეყნის ნაცვლად, დღეს ქართული დაფნის ექსპორტი ხორციელდება როგორც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ისე ევროპის ქვეყნებში და ცალსახად იმ ახალ თანამედროვე საწარმოებში, რომლებიც სახელმწიფოს თანადაფინანსებით გაჩნდა, ჩვენ დავინახეთ, რომ იყო სანედლეულო ბაზრის სიმწირე და ნედლეულის საჭიროება. ამიტომ უფრო პროფესიული, უფრო კომერციული ბაღების გაშენების ხელშესაწყობად, პროგრამა „დანერგე მომავალი“ არსებული პირობებით, დაფარავას მათ შორის დაფნის კულტურას“, – განაცხადა დავითაშვილმა.