“სააკაშვილს პოლიტიკური მანევრის საშუალება აღარ აქვს, იძულებულია მანაც თქვას – “უნდა შეხვიდეთ პარლამენტში.” – აცხადებს საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი და “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის უკრაინაში გამგზავრებას ეხმიანება.
ორწელიწადნახევარია არ მინახავს და არც მას ვუნახივარ – მელია სააკაშვილთან შესახვედრად გაემგზავრა
ქადაგიშვილი ამბობს, რომ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა თავიდან ბოლომდე ჩაფუშულია, მას დიდი არჩევანი არ აქვს და მისი ნება-სურვილიც არაფერს წყვეტს:
“ამ ადამიანებს დიდი ხანია სხვა გზა არ დარჩენიათ, თუ არა ის, რომ შემოვიდნენ პარლამენტში, თუმცა, მათი პარლამენტში შემოსვლით საპარლამენტო ცხოვრებას კონსტრუქცივიზმი შეემატებაო, მე ამას ვერ ვიტყვი. გამომდინარე აქედან, მთელი ეს მოძრაობა არის შიდაპარტიული ცხოვრების გარკვევა-დალაგებასთან დაკავშირებული და თავიანთი ელექტორატის წინაშე თავის მართლება, რომ ის 6-7-თვიანი პოლიტიკის გამო, რაც მათ ატარეს, რომელიც სრული ფიასკოთი დამთავრდა.
სააკაშვილს პოლიტიკური მანევრის საშუალება აღარ აქვს, იძულებულია მანაც თქვას – “უნდა შეხვიდეთ პარლამენტში”. სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა თავიდან ბოლომდე ჩაფუშულია, საერთაშორისო პარტნიორებისგან და საქართველოს მოქალაქეებისგან ამას არანაირი მხარდაჭერა არ ჰქონია. აქედან გამომდინარე, მას დიდი არჩევანი არ აქვს და მისი ნება-სურვილი არაფერს წყვეტს.” – განაცხადა ქადაგიშვილმა.
შეგახსენებთ, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად კიევში გაემგზავრა.
მასთან ერთად იმყოფებიან კობა ნაყოფია, პეტრე ცისკარიშვილი, ეკა ხერხეულიძე, კახა ოქრიაშვილი და აკაკი მინაშვილი.