სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური „მწვანე სკოლაში“ არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების შესწავლას დაიწყებს. უწყების ინფორმაციით, სამუშაოები დღეიდან დაიწყება.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა ოთარ ჩახუნაშვილმა აღნიშნა, რომ სკოლის მხრიდან არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების გამოყენების წესების დარღვევის ნიშნები გამოიკვეთა.
„ვინაიდან, გამოიკვეთა სკოლის მხრიდან არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების მოპოვების, შენახვის მათ შორის გავრცელების წესების დარღვევის ნიშნები, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება, შეისწავლოს სკოლის მხრიდან არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერება. მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში ჩატარდება პერსონალურ მონაცემთა დამუშავების შემოწმების კანონიერება. ჯერჯერობით მოკლებული ვართ შესაძლებლობას, კონკრეტული ინფორმაცია მოგაწოდოთ.
ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი გახდა გამოძიების შედეგად გამოკვლეული გარემოებები, ასევე, მედია საშუალებების მეშვეობით გავრცელებული ინფორმაცია და დამატებით შედეგებს საზოგადოებას აუცილებლად ვაცნობებთ. სკოლაში დაგვხვდებიან სკოლის წარმომადგენლები და მათთან ერთად სამსახური შეისწავლის პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერებას. მათ შორის შეიძლება იყოს სკოლის ტერიტორიაზე ვიდეოთვალთვალის კანონიერებაც. პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონი ადგენს კონკრეტულ წესებს და პირობებს, რა შემთხვევაში არის დასაშვები ვიდეოთვალთვალი და სწორედ კანონმდებლობით დადგენილ ამ წესებს შეისწავლის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური“, – განაცხადა ოთარ ჩახუნაშვილმა.
მასწავლებლებო გაგიკვირდათ? მე არ გამკვირვებია, ყოველ დღე მესმის როგორ რიყავთ თქვენი საზომით წარუმატებელ ბავშვებს - განათლების სპეციალისტი
"დღეს სკოლებში უმძიმესი მდგომარეობაა."
შეგახსენებთ, სწორედ „მწვანე სკოლის“ ყოფილი მოსწავლე იყო 15 წლის ლუკა სირაძე, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.