LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე საუბარი არ არის – ერთი სამსახური ჩანაცვლდება ორით: კობახიძე

165
kobakhidze

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე საუბარი არც არის, რეალურად ერთი სამსახური ჩანაცვლდება ორი სამსახურით, არავითარი ფორმით არ იკვეცება კომპეტენციები, პირიქით – ფართოვდება საგამოძიებო ნაწილის უფლებამოსილებები, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა.

თავის დროზე იყო არაერთი რეკომენდაცია, მათ შორის იგივე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციები, რომ ეს ორი ფუნქცია ყოფილიყო ერთმანეთისგან დამოუკიდებელი. არის აბსოლუტურად განსხვავებული ორი ფუნქცია, რომელიც თავმოყრილია ერთ უწყებაში – ერთი არის პერსონალური მონაცემების დაცვა და მეორე – გამოძიება. ამ ორ ფუნქციას ერთმანეთთან არანაირი კავშირი არ აქვს, უფრო მეტიც, არის ინტერესთა კონფლიქტი. ამიტომ, იყო ეს რეკომენდაცია, თუმცა მაშინ იყო პოლიტიკური მოცემულობა, რის გამოც გადაწყდა ერთიანად ასეთი სამსახურის შექმნა.

დღეს არის დრო იმისათვის, რომ სათანადოდ გაიმიჯნოს ეს ორი აბსოლუტურად დამოუკიდებელი ფუნქცია. ეს არის წმინდა სამართლებრივი და ინსტიტუციური საკითხი და შემიძლია გითხრათ, რომ ეს კანონპროექტი, რაც არის ინიცირებული, სამართლებრივადაც და ინსტიტუციურად არა მხოლოდ გამართული, არამედ აუმჯობესებს დღეს არსებულ მდგომარეობას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება. მის ნაცვლად სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური იქმნება.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების უკან პოლიტიკური ანგარიშსწორების მოტივები შეიძლება დავინახოთ: ნიკა სიმონიშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g