LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების უკან პოლიტიკური ანგარიშსწორების მოტივები შეიძლება დავინახოთ: ნიკა სიმონიშვილი

114
thumb-rjub1scoq79hlqj

“ნიკა სიმონიშვილის განცხადებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების უკან პოლიტიკური ანგარიშსწორების მოტივები შეიძლება დავინახოთ”,-ამის შესახებ საიას თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ის, რომ სამსახურის საგამოძიებო და პერსონალურ მომაცემებზე ზედამხედველობის ფუნქცია გასამიჯნი იყო, დიდი ხანია ამის თაობაზე საუბრობენ და ეს თავიდანვე არასწორად გააკეთა იუსტიციის სამინისტრომ.

„რეალურად ამ ინიციატივის მიღმა კონკრეტულად მოქმედი ინსპექტორის საწინააღმდეგო ნაბიჯებიც შეგვიძლია დავინახოთ და სამსახურის გაუქმებით მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა შეიძლება მოჰყვეს ან ის ჩამოაშორონ საგამოძიებო ნაწილს, სადაც ხელისუფლებას აქვს პოლიტიკური ინტერესები და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორად დატოვოს.

ამას მაფიქრებინებს ის, რომ კანონპროექტი ინსპექტორის სამსახურთან კონსულტაციის გარეშე შემუშავდა და მათთვის უცნობია ამ ინიციატივის შინაარსი.

კითხვებს ბადებს ამ ინიციატივის წარდგენის დროც, ინსპექტორის ბოლო დროინდელი კრიტიკული განცხადებების და ობიექტურად გადადგმული ნაბიჯების შემდეგ”,-განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა.

ცნობისთვის, სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება. მის ნაცვლად სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური იქმნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g