LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახელმწიფო კომპანიების უმეტესობას კომერციულ ბანკებში ანგარიშების დახურვა მოუწევს

138
12

სახელმწიფო კომპანიების უმეტესობას კომერციულ ბანკებში ანგარიშების დახურვა მოუწევს. ეს ვალდებულება მათ ფინანსთა სამინისტროს მიერ მიღებული ბრძანების შედეგად დაუწესდათ, რომლის მიხედვითაც სამთავრობო სექტორში შემავალი სახელმწიფო კომპანიების ანგარიშები ხაზინაში უნდა გაერთიანდეს.

საქართველოში ბოლო რამდენიმე წელია სახელმწიფო კომპანიების რეფორმა მიმდინარეობს. რეფორმის ფარგლებში ეს სექტორი ორ ნაწილად დაიყო, მათგან პირველს სამთავრობო სექტორისთვის მიკუთვნებული სახელმწიფო საწარმოები, მეორეს კი სახელმწიფო კორპორაციები ეწოდება.

სახელმწიფო კორპორაციებს შორისაა რკინიგზა, ნავთობისა და გაზის კორპორაცია, სახელმწიფო ელექტროსისტემა და სხვები, რომელთაც დამოუკიდებელი კომერციული ორგანიზაციის სახით ოპერირება შეუძლიათ, ხოლო სამთავრობო სექტორისთვის მიკუთვნებულ სახელმწიფო საწარმოებს დამოუკიდებელი სახით კომერციულად ოპერირება არ შეუძლიათ და მუდმივად სუბსიდიაზე არიან დამოკიდებულნი. ასეთია, მაგალითად, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, რომელიც რეგიონებში სასმელი წყლის სერვისის მიწოდებითაა დაკავებული, ასევე, მუნიციპალური კომპანიები, მაგალითად თბილისის სატრანსპორტო კომპანია, რომელიც მგზავრობის საფასურის აკრეფის მიუხედავად ოპერირებისთვის მუდმივადაა დამოკიდებული მუნიციპალურ სუბსიდიაზე.

ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული დოკუმენტის, 2024 წლის ფისკალური რისკების ანალიზის ანგარიშის თანახმად, 325 საწარმოს მინიჭებული აქვს სამთავრობო სექტორისთვის მიკუთვნებული სახელმწიფო საწარმოს სტატუსი, ხოლო 52 კომპანიას სახელმწიფო კორპორაციის სტატუსი. სწორედ ამ 325 საწარმოს საბანკო ანგარიშების ხაზინაში გადატანა და ძველი საბანკო ანგარიშების დახურვა სწორედ ამ 325 საწარმოს მოუწევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g