LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახელმწიფო მინისტრის აპარატი: ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით თავისუფალი გადაადგილების თითქმის სამ წლიანი შეზღუდვის შემდეგ, ნაწილობრივ იხსნება ე.წ. გადასასვლელი პუნქტები

79
სახელმწიფო მინისტრის აპარატი

„ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით თავისუფალი გადაადგილების თითქმის სამ წლიანი შეზღუდვის შემდეგ, ნაწილობრივ იხსნება ე.წ. გადასასვლელი პუნქტები“, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის განცხადებაშია აღნიშნული. მათივე ცნობით, ცალსახად მისასალმებელია ჰუმანიტარული მიდგომით განხორციელებული ყველა მსგავსი განვითარება და ნაბიჯი, რომელიც მიმართულია ადგილობრივი მოსახლეობის მდგომარეობის შემსუბუქებისკენ.

ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით საოკუპაციო ხაზზე გადაადგილების კუთხით დაწესებული უკანონო შეზღუდვები ნაწილობრივ შემსუბუქდება – სუსი

„ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით ე.წ. გადასასვლელების ნაწილობრივ გახსნა ცხინვალის რეგიონის მოსახლეობას საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის, ახლობლებთან და ოჯახის წევრებთან ურთიერთობისა და მათთვის ხელმისაწვდომი სხვადასხვა შეღავათით სარგებლობის შესაძლებლობას მისცემს.

თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებული უკანონო შეზღუდვით, განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში ახალგორის რაიონში ჰუმანიტარული კუთხით გამოწვეული უმძიმესი ვითარება და ადამიანის უფლებათა დარღვევის მრავალრიცხოვანი ფაქტები მუდმივ რეჟიმში განიხილებოდა როგორც საერთაშორისო პარტნიორებთან ყველა შესაბამის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში, ასევე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა და ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრების ფარგლებში.

საქართველოს ხელისუფლება მაქსიმალურ ძალისხმევას ახორციელებს, რათა ჩვენს ხელთ არსებული ყველა მექანიზმის გამოყენებით და საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით უზრუნველყოფილ იქნეს მოსახლეობისთვის უსაფრთხო გარემოში ცხოვრებისა და თავისუფალი გადაადგილების ფუნდამენტური უფლება“,- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

mazda magti 5g