LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახელმწიფო რთველი 2016-ის სუბსიდირებას მოახდენს

128

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, წელს სახელმწიფო რთველი 2016-ის სუბსიდირებას მოახდენს–ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა. გიორგი კვირიკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ სახელმწიფოს ხელშეწყობით, მევენახე გლეხებს, ფერმერებს ჩაუბარებელი ყურძენი არ დარჩებათ.

„დიდი მსჯელობის შედეგად მივიღეთ ყურძნის სუბსიდირების გადაწყვეტილება. ჩვენ მივდივართ ორი მიმართულებით:  ადგილობრივი მეღვინეობის განვითარება, ადგილობრივი წარმოების  განვითარება და ახალი პოტენციალის შექმნა. მეორე, ბაზრების განვითარება, სადაც არანაკლები რესურსი იხარჯება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. წელს მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, მოხდება სხვადასხვა განფასებით,  სხვადასხვა ჯიშების სუბსიდირება. დიდი იმედი გვაქვს, რომ ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩება. ოპონენტები შეიძლება სპეკულირებდნენ, რომ ეს ფული დაიხარჯოს სხვა მიმართულებით. მინდა განვმარტო, რომ ჩვენ რესურსს ვხარჯავთ ორივე მიმართულებით. რა თქმა უნდა, გარდამავალ პერიოდში, სანამ  მოვიპოვებთ იმდენ ბაზარს, რამდენიც საჭირო იქნება ადგილობრივი ყურძნის რეალიზაციისთვის, დაგვჭირდება  საექსპორტო ბაზრების განვითარების დაფინანსება, საქართველოს  ექსპორტის ექსპანსიის დაფინანსება და მეორე, ადგილობრივი წარმოების სუბსიდირება, რათა ეს გარდამავალი ეტაპი გადავლახოთ და საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, უნდა გავთავისუფლდეთ სუბსიდიისგან,“–განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ–მინისტრის განმარტებით, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ქართული ღვინის ექსპორტი 44%–ით არის გაზრდილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g