LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახელმწიფო რწმუნებულები ყოველთვიურად 400-დან 1200 ლიტრამდე საწვავს მოიხმარენ

61
shutterstock-680962828

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციის მიხედვით, 2020 წელს, თანამდებობის პირებს შორის, ყველაზე დიდი ოდენობით საწვავი, 9 868 ლიტრი, გურიის იმდროინდელმა სახელმწიფო რწმუნებულმა, ზურაბ ნასარაიამ გახარჯა. ორგანიზაციის ცნობითვე, სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციებს შორის ყველაზე მეტი საწვავი, წინა წლების მსგავსად, სამეგრელო-ზემო სვანეთის ადმინისტრაციამ მოიხმარა – 46,327 ლიტრი, რომლის ჯამურმა ღირებულებამ 82,660 ლარი შეადგინა.

„სახელმწიფო რწმუნებულები ყოველთვიურად 400-დან 1200 ლიტრამდე საწვავს მოიხმარენ. 2020 წელს სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციებმა 245,413 ლიტრი საწვავი (245.4 ტონა) გახარჯეს. გახარჯული საწვავის ჯამური ღირებულება 454,428 ლარის შეადგენდა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g