სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2025 წელს დაბადებულ ახალშობილთა ყველაზე პოპულარული სახელების ხუთეული გამოაქვეყნა.
ვაჟების შემთხვევაში, ხუთეული ასე გამოიყურება:
- ალექსანდრე – 691
- გიორგი – 668
- თომა – 589
- ლუკა – 584
- დემეტრე – 549
გოგონებს შორის ყველაზე პოპულარული სახელი ნიცა აღმოჩნდა. 2025 წელს ნიცა 640 გოგონას დაარქვეს. ხუთეული კი ასე გამოიყურება:
- ნიცა – 640
- მართა – 537
- თაია – 489
- მარიამ – 472
- ევა – 449

