LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე ბიზნესმენებთან შეხვედრებს მარტიდან განაახლებს

100

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე ბიზნესმენებთან ტრადიციული შეხვედრების ციკლის ფარგლებში 2017 წლის1 მარტს, 11 საათზე გამართავს შეხვედრას სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე ბიზნესმენებთან – სამშენებლო სფეროს წარმომადგენლებთან. შეხვედრა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ადმინისტრაციულ შენობაში ჩატარდება (მისამართი: ქ. თბილისი, ისანი, რიჩარდ ჰოლბრუკის №8).

შეხვედრების მიზანია, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარეს ბიზნეს საზოგადოების წარმომადგენლებმა უშუალოდ მიაწოდონ ინფორმაცია კონკრეტულ ტენდერებზე, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული, მათი აზრით პრობლემური საკითხებისა და შესყიდვების სფეროში არსებული შესაძლო ხარვეზების შესახებ. აგრეთვე, წარმოადგინონ საკუთარი ხედვები, მოსაზრებები და პრობლემის გადაჭრის წინადადებები. სააგენტო ამ წინადადებებს და მოსაზრებებს აანალიზებს და ახდენს მათზე ადეკვატურ რეაგირებას.

მიმდინარე წლის, რიგით მეორე შეხვედრა 15 მარტს ჩატარდება დამოწვეულები იქნებიან ფარმაცევტული სფეროს წარმომადგენლები. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის, ლევან რაზმაძის ინიციატივით, შეხვედრები ბიზნეს საზოგადოების წარმომადგენლებთან რეგულარულად, თვეში ორჯერ ტარდება. 2016 წელს ამ ფორმატში სულ 16 შეხვედრა ჩატარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g