LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხულთათვის სწავლა მაგისტრატურის საფეხურზეც უფასო იქნება

160
მაგისტრატურა

სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხულთათვის სწავლა ბაკალავრიატის საფეხურთან ერთად, მაგისტრატურის საფეხურზეც უფასო იქნება.

აღნიშნულს „უმაღლესი განათლების შესახებ“ ცვლილებათა პაკეტი ითვალისწინებს, რომელიც დეპუტატებს სპორტის კომიტეტის სხდომაზე, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ წარუდგინა.

მისი თქმით, 19-ვე სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლა ხდება უფასო:

„უმაღლესი განათლების მიმართულებით სწავლას ვხდით სრულიად უფასოს. ეს გულისხმობს სრული დაფინანსების მოდელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში. არსებული საგრანტო მოდელის ნაცვლად, მოხდება ჩანაცვლება სახელმწიფოს მიერ სრული დაფინანსების ნაწილში. ანუ სტუდენტები, რომლებიც მოხვდებიან სახელმწიფოს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში არსებული კვოტირების პრინციპის მიხედვით, მათ ექნებათ შესაძლებლობა სრულიად უფასოდ ისწავლონ როგორც ბაკალავრიატის, ასევე მაგისტრატურის დონეებზე“,– განაცხადა გაბისონიამ.

magti 5g