თბილისის საქალაქო სასამართლოში “თიბისი ბანკის” დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმეზე აღკვეთი ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი ამ წუთებში იწყება.
როგორც პროცესის დაწყებამდე მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პროკურატურის განცხადებამ ქართულ ეკონომიკას დააკარგია მსხვილი ინვესტორები და ქართულ კომპანიებს საერთაშორისო ბირჟაზე დაუგდო ღირებულება.
ჯერჯერობით უცნობია, რა თანხაა მითითებული პროკურატურის შუამდგომლობაში.
ერთი მილიონი ხაზარაძე, ერთი მილიონი ჯაფარიძე - პროკურატურამ გირაო მოითხოვა