LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სახელმწიფოს ინტერესებშია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არასოდეს იყოს აქტუალიზებული ქართულ პოლიტიკურ რეალობაში” – ნინო წილოსანი

145
ნინო წილოსანი

ნამდვილად სახელმწიფო ინტერესებში არის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მთელი თავისი ფორმალური თუ არაფორმალური შემადგენლობით, არასოდეს იყოს აქტუალიზებული ქართულ პოლიტიკურ რეალობაში, – ამის შესახებ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტისა და გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

„ყველა მოქმედება, რომელსაც ოპოზიცია გაერთიანების თუ ინდივიდუალურ რეჟიმში ახორციელებს, გარკვეულწილად არასერიოზულია, იმიტომ რომ შედეგები მალევე დგება და ეს შედეგები ნამდვილად სასაცილოა.

რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ჩვენ, როგორც მმართველ გუნდს და 2024 წლის არჩევნებში ერთადერთ უალტერნატივო პოლიტიკურ ძალას, გვაძლევს დამატებით ბონუსებს. დიდი სიამოვნებით დაველოდებით ამ პროცესების კიდევ უფრო გაღრმავებას“, – აღნიშნა წილოსანმა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g