LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახელმწიფოსა და კერძო სექტორის თანამშრომლობით სასტუმროში 14 მილიონის ინვესტიცია ჩაიდო

100

„სასტუმრო „რამადა ენკორ თბილისის“ ინვესტიციები სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის ერთ-ერთი კარგი მაგალითია, როცა პროცესი თავიდან ბოლომდე სწორად არის აწყობილი და წარმატებულ შედეგს ვიღებთ, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა სასტუმრო „რამადა ენკორ თბილისის“ გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.

მისივე თქმით, 2014 წლის ბოლოს გამოცხადდა ღია აუქციონი საინვესტიციო ვალდებულებებით, რომლის მოთხოვნა იყო სულ მცირე 150-ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა და სულ მცირე 25 მილიონი ლარის ინვესტირება.

„დღეს კი სახეზე გვაქვს სასტუმრო 152 ნომრით, რომელშიც 14 მილიონი დოლარია ინვესტირებული. დღეის მდგომარეობით, სასტუმროში დასაქმებულია 100 ადამიანი, თუმცა მომავალში კომპანიას „m2 უძრავი ქონება“ სამუშაო ადგილების ზრდა და სასტუმროების მშენებლობა აქვს დაგეგმილი“, – აღნიშნა ქუმისშვილმა.

შეგახსენებთ, სასტუმრო „რამადა ენკორ თბილისი“ კომპანია „m2 უძრავი ქონების“ პროექტია. სასტუმროს მშენებლობა საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია IFC-მ დააფინანსა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები