LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სახელმწიფოსთვის ცნობილი არ არის ასეთი დაწესებულებების ზუსტი რაოდენობაც კი“ – ომბუდსმენმა რუსთავის მოხუცთა თავშესაფარში შესაძლო დანაშაულზე შსს-ს მიმართა

168
რუსთავის მოხუცთა თავშესაფარი

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი რუსთავის მე-8 მიკრორაიონში მდებარე ხანდაზმულთა თავშესაფარში არსებულ უმძიმეს მდგომარეობასთან დაკავშირებით, მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

ომბუდსმენმა შესაძლო დანაშაულზე რეაგირების მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სახალხო დამცველი თავის ანგარიშებში მუდმივად უსვამს ხაზს ხანდაზმულთა ხანგრძლივი მოვლის კერძო დაწესებულებებში არსებულ სისტემურ დარღვევებს და შესაბამისი სახელმწიფოს ზედამხედველობისა და კონტროლის მექანიზმების არ არსებობას.

აპარატის ინფორმაციით, უფრო მეტიც, სახელმწიფოსთვის ცნობილი არ არის ასეთი დაწესებულებების ზუსტი რაოდენობაც კი.

„სახალხო დამცველის აპარატმა არაერთი დარღვევა გამოავლინა სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული ხანდაზმულთა ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებების მონიტორინგის ფარგლებში.

ამის გათვალისწინებით, ე.წ. კერძო ტიპის ხანდაზმულთა ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში, კონტროლის არარსებობის პირობებში, ხანდაზმულთა უფლებების დარღვევისა და მათზე ძალადობის რისკები კიდევ უფრო მაღალია“, – ნათქვამია ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამავე განცხადების თანახმად, სახალხო დამცველი ზემოაღნიშნულ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებულ რეაგირებას თვალს მიადევნებს და უფლებამოსილების ფარგლებში ხანდაზმულთა უფლებების დაცვის მიმართულებით გამოვლენილ სისტემურ პრობლემებზე მუშაობას განაგრძობს.

სახალხო დამცველი ასევე, მოუწოდებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, მოხდეს კერძო ტიპის ხანდაზმულთა ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებების აღრიცხვა და დაიწყოს მსჯელობა მათი კონტროლის ეფექტიანი მექანიზმის შექმნაზე.

ცნობისთვის, 1-ელ ივლისს, „ტვ პირველის“ ეთერში გასულ სიუჟეტში საუბარია ხანდაზმულთა უფლებების მძიმე დარღვევებზე, მათ მიმართ შესაძლო ძალადობისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე. ასევე, იკვეთება არასათანადო სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა.

სიუჟეტში საუბარი იყო მომვლელების მიერ თავშესაფრის ბენეფიციარის შესაძლო ცემაზე და ნაჩვენები იყო ფოტოები. თავად პანსიონატის მომვლელები ბენეფიციარზე თავდასხმის ფაქტს უარყოფენ.

mazda magti 5g