LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სახელმწიფოვ! დაგველაპარაკე, რა, გასაგებ ენაზე”

253

ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი, სახელმწიფოს მიმართავს და სთხოვს, ქართულ ენაზე ილაპარაკოს.

ჩანადირი, ამ შემთხვევაში, საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოყოფილ ხაზზე განთავსებულ წარწერას აპროტესტებს და ამბობს, რომ “ბას ლეინის” ნაცვლად ამ ზოლზე ქართული წარწერა უნდა გაკეთდეს.

“ძვირფასო სახელმწიფოვ!
უკვე 1 თვეა, ჩემზე და ჩემს თანამემამულეებზე გაბუტული ხარ და ქართულად აღარ გველაპარაკები.
დაგვიწერეთ “ავტობუსის ზოლი” ან რამე სხვა შესაბამისი.
ნუ გვლაპარაკები სხვა ენაზე.
ჩვენი საერთო ენა ქართულია.
ნუ გაგიკვირდება, თუ ამ ზოლზე გავივლით, რადგან “ბუს ლანეა” თუ “ბას ლეინი”, პირადად მე, არ ვიცი, რას ნიშნავს.
დაგველაპარაკე, რა, გასაგებ ენაზე”, – წერს გოგა ჩანადირი.

პოსტის კომენტარებში ჩანადირი აქვეყნებს ფოტოებს, სადაც ასახულია, რომ ყველა ქვეყანაში წარწერები საკუთარ ენაზე აქვთ გაკეთებული.

გთავაზობთ რამდენიმე მათგანს:

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g