LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახლი ემილი ბრონტეს „ქარიშხლიანი უღელტეხილიდან“ მილიონ დოლარად იყიდება

436
brontenews

სახლი, რომელიც ემილი ბრონტესთვის შთაგონების წყარო იყო, როდესაც ის „ქარიშხლიან უღელტეხილზე“ მუშაობდა, იყიდება. ქვით ნაშენი ულამაზესი სახლი 1 მილიონ დოლარადა  არის შეფასებული. მისი სახელწოდებაა „პონდენ ჰოლი “და ის ქალაქ სტენბერიში, უესტ-იორკშირის საგრაფოში მდებარეობს. სახლი 1541 წელს აშენდა და ბავშვობაში იქ დები ბრონტები ცხოვრობდნენ.

სახლი 2014 წელს რესტავრირდა. დღეს მისი მეპატრონეები სტივ ბრაუნი და ჯული ახერსტი არიან. ამ სახლმა დიდი გავლენა იქონია სამივე დის შემოქმედებაზე. ემილიამ, შარლოტამ და ენმა წერა სწორედ „პონდენ ჰოლის“ ბიბლიოთეკაში დაიწყეს. ბრიტანელი კლასიკოსების, დები ბრონტების ისტორია სწორედ ამ სახლიდან იღებს სათავეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g