სახლი ფონიჭალაში, სადაც მკვლელობა მოხდა დალუქულია. “რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, მამაკაცის დაკითხვა, რომლის ცოლ-შვილიც გუშინ მოკლული იპოვეს, დღეს დილით, 5 საათზე დასრულდა.
მან უკვე დატოვა პოლიციის შენობა. ადგილობრივებმა და ოჯახის ახლობლებმა მკვლელობის მოტივზე არაფერი იციან.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძარცვის ვერსია გუშინვე გამორიცხა.
ადგილობრივების განცხადებით, გარდაცვლილები არიან 35 წლის ნინა რომანაძე და მისი 3 წლის გოგონა. ნინა რომანაძე საცხოვრებელი ბინის მისაღებ ოთახში იპოვეს, ხოლო 3 წლის გოგონა საძინებელში დამწვარი ნახეს. 35 წლის ქალს ცივი იარაღით ყელის არეში ჭრილობები აქვს მიყენებული. მეზობლების ინფორმაციით, მათ ცხედრები გუშინ დაახლოებით 13:00 საათზე მას შემდეგ აღმოაჩინეს, რაც ბინიდან გამომავალი კვამლი შენიშნეს.