LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახლი მერსედესისგან – ,,ავტოსთორი”

74
სახლი მერსედესისგან 3

გიყვარს მერსედესი? ძალიან არა?! იმდენად, რომ მასში იცხოვრებდი კიდეც? და თან, მერე რა რომ უბრალოდ მანქანაა…

ახლა წარმოიდგინე, რომ მერსედესის სახლი არსებობდეს, რა თქმა უნდა ძრავიანი და რა თქმა უნდა მოძრავი.

ექსტრავაგანტური სამოგზაურო ავტომობილები სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. მიუხედავად იმისა, რომ კარგი და კომფორტული კემპერი ძალიან ძვირია, ამ სეგმენტში უდიდესი არჩევანია.

ერთ-ერთი უახლესი და საინტერესო ვერსიაა კემპერი Lensson 3C, რომელიც კიოლნში, კომპანია Orange Work-მა წარმოადგინა. ეს გახლავთ ყვითელი ფერის მონსტრი-კემპერი “G-კლასის” ბაზაზე, რომლის კლირენსი 45 სანტიმეტრია და რომელიც უაღრესად მდიდრული ინტერიერით გამოირჩევა.

მისი ძრავა 3-ლიტრიანი დიზელის აგრეგატია, რომლის სიმძლავრე 224 ცხენის ძალა გახლავთ. რა თქმა უნდა, მუდმივი სრული ამძრაობა აქვს და სამი დიფერენციალის ბლოკირებითაც გამოირჩევა. ფასს არ იკითხავთ? 365 000 ევროდან! “მერსედესის” მოყვარულთა “ოცნების სახლი” იაფი, რა თქმა უნდა, ვერ იქნება…

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები