LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახლი, სადაც ბარაკ ობამა პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ იცხოვრებს (ფოტო)

66

ცნობილი გახდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ბარაკ ობამა ვაშინგტონში სახლის ქირაობას გეგმავს. სწორედ ამ სახლში გადავა ის ოჯახთან ერთად, საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, 2017 წლის იანვარში. სახლი, რომლის საერთო ფართიც 760 კვადრატია, ბილ კლინტონის ყოფილ პრეს-სპიკერს, ჯო ლოჰკარტსა და მის მეუღლეს ეკუთვნით. ინფორმაციას დღეს CNN ავრცელებს.

ლოკჰარტი მეუღლესთან ერთად საცხოვრებლად ნიუ-ორკში გადავიდა მას შემდეგ, რაც მას ნაციონაური საფეხბურთო ლიგის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა შესთავაზეს.  სახლი 1928 წელსაა აშენებული. ის 9 საძინებლისა და ამავე რაოდენობის აბაზანისგან შედგება. ბოლოს ის 2014 წელს 5.3 მილიონ დოლარად გაიყიდა. ცოტა ხნის წინ ცობილი გახდა, რომ ბარაკ და მიშელ ობამები ვაშინგტონის დატოვებას არ აპირებენ, რათა ხელი არ შეუშალონ ქალიშვილის სწავლას ადგილობრივ სკოლაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g