სმარტფონების გაჩენის შემდეგ, საშინაო ტელეფონების პოპულარობამ მკვეთრად იკლო, ბევრმა მომხმარებელმა მასზე უარიც კი თქვა.
სიტუაციის გამოსწორება დიზაინერმა ერკან კანდარმა გადაწყვიტა და სახლის ტელეფონისა და სმარტფონ iPhone-ის კომბინირებული ვერსია შექმნა. სიახლეს iPhone Home ჰქვია.
ვიზუალურად სმარტფონის მსგავსი მოწყობილობა საშინაო გამოყენებისთვის არის შექმნილი. სმარტფონისგან ის ზედა ნაწილში განთავსებული დამატებითი მოდულით განსხვავდება.