რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით 33 წლის ქალი გარდაიცვალა.
როგორც კლინიკის ხელმძღვანელმა დავით შონიამ განაცხადა, ნონა სოფრომაძე სამედიცინო დაწესებულებაში დაგვიანებით შეიყვანეს.
“33 წლის ქალბატონი მძიმე მდგომარეობაში შემოიყვანეს. სახლში მკურნალობდა, ჩვენთან დაგვიანებით მოიყვანეს. მკურნალობა მიმდინარეობდა რამდენიმე დღე, უფრო დამძიმდა და გადაყვანილი იქნა აპარატზე, სამწუხაროდ, ლეტალურად დასრულდა. პაციენტს ჰქონდა ჭარბი წონა, ქრონიკული დაავადებები და კლინიკაში გადმოყვანამდე სახლში მკურნალობდა” – განაცხადა დავით შონიამ AMBEBI.GE-სთან.
აღნიშნულ ტრაგედიას სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია ეხმაურება.
“ასეთი კარგი გოგო, ჩემი სტუდენტის მეუღლე წაგვართვა კოვიდმა. დიეგო სამუშია, გამაგრდი ჩემო ძმაო” – წერს გამზარდია.