ახალგაზრდა მომღერალი ოთო ბაზერაშვილი ფართო აუდიტორიამ გაიცნო და შეიყვარა მუსიკალური პროექტიდან „რანინა“. დღეს ოთოს მსმენელის და გულშემატკივრების დიდი არმია ჰყავს.
ვინ არის მისი მთავარი გულშემატკივარი და როგორ გამოხატავენ მის მიმართ სიყვარულს მსმენელები – ოთო „კვირის პალიტრის“ ერთ-ერთ ნომერში, ინტერვიუში საუბრობს.
„მთავარი გულშემატკივრები, რა თქმა უნდა, ბებო და პაპა არიან. სოფლიდან სულ მგულშემატკივრობენ. აქაც ჩამოდიან ხოლმე. მათ გარეშე აქ არ ვიქნებოდი. ასევე, მადლობელი ვარ ჩემი მშობლების, რომლებიც სულ მხარში მიდგანან. ჩემი დაც ჩემი დიდი გულშემატკივარია – დიდ მოტივაციას მაძლევს, გვერდით მიდგას. როცა დედა ვერ ახერხებს, კონცერტებზე სულ მაცაცოს დავყავარ. ჩემს ჩაცმულობაზეც ის ზრუნავს. ჩემი გული და ჩემი ცხოვრების პროდიუსერია (იღიმის). 19 წლის გახლავთ. იურიდიული ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტია…
ერთ ამბავს მოგიყვებით: რეპეტიციიდან სახლში ვბრუნდებოდი. მეტროდან ძალიან დაღლილი ამოვედი. ერთ ბებოს დავუნახივარ. თურმე, მეძახდა. არ ვიცი, ისე როგორ დავიღალე, რომ მისი ხმა ვერ გავიგონე. დაახლოებით 1 კმ-იანი აღმართი ავიარე. სახლთან რომ მივედი, უკან მივიხედე და დაღლილ-დაქანცული, ოფლიანი ბებო, რომელიც თურმე უკან მომდევდა, ჩამეხუტა. მისი გვარ-სახელი არ მახსოვს, მაგრამ თუ ამ ინტერვიუს წაიკითხავს, მიხვდება: მასაც და მთელ საქართველოსაც დიდ მადლობას ვუხდი დაფასებისა და სიყვარულისთვის!“ – აღნიშნავს ოთო ბაზერაშვილი „კვირის პალიტრასთან“ საუბარში.
ოთო ბაზერაშვილთან ინტერვიუს სრულად წაიკითხავთ აქ