LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

108
მემორანდუმი

სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი მოაწერეს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ლევან გამყრელიძემ და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა თამარ წერეთელმა.

მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდება სტუდენტებისა და პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებასთან და პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებასთან დაკავშირებული ერთობლივი ღონისძიებები.

შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა სასერტიფიკატო პროგრამებზე, რაც საავტომობილო დარგში დასაქმებულთა სატესტო/საგამოცდო პროგრამების შემუშავებასა და სამეცნიერო საბჭოებზე დამტკიცების პროცედურების წარმართვას გულისხმობს. მხარეებმა ასევე განიხილეს საგზაო უსაფრთხოების, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის ეროვნული სტრატეგიების  განხორციელებისას ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის, სამუშაო ჯგუფებსა თუ კომისიებში ჩართულობის შესაძლებლობებიც.

magti 5g