ბრიტნი სპირსის უცნაური ვიდეოები საზოგადოებისთვის სიახლეს აღარ წარმოადგენს, თუმცა „პოპის პრინცესამ“ კვლავ მოახერხა და მედიაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. მან „ინსტაგრამზე“ მორიგი ვიდეოების სერია გაავრცელა.
43 წლის ვარსკვლავს, ვარდისფერი კაბა აცვია, ხელებზე და მუხლზე კი თეთრი სახვევი უკეთია. კადრების გამოქვეყნების შემდეგ, ფანები ინტერესით კითხულობდნენ, თუ რა მოუვიდა მას, თავად ბრიტნიმ შემთხვევის შესახებ დეტალები არ გაამხილა, თუმცა წყაროს ცნობით, ის მეგობრის სახლში ყოფნისას კიბეებზე დაეცა და შედეგად მუხლი და მტევნები დაიზიანა.
ვიდეო: ბიკინიში გამოწყობილი ბრიტნი სპირსი ჯასტინ ტიმბერლეიკს იწვევს