კომპანია Panasonic-მა „ჭკვიანი საკიდი“ წარმოადგინა. სიახლე არამარტო თავის პირდაპირ ფუნქციას შეასრულებს, არამედ თქვენს ტანსაცმელს უსიამოვნო სუნს მოაშორებს, მათ შორის ოფლის ან თამბაქოს.
სმარტ-სამხრეები გადაამუშავებენ უარყოფით იონებს, რომლებიც უსიამოვნო სუნის წარმოქმნის მიზეზია. აღსანიშნავია, რომ მოწყობილობა საკმაოდ ბევრ იონს გამოყობს, ისე, რომ ტანსაცმელი თავიდან ბოლომდე გადამუშავდება.
მწარმოებლების მტკიცებით, მათი ქმნილება ქსოვილს ყვავილის მტვერსაც აშორებს, რაც ალერგიისკენ მიდრეკილ ადამიანებს წაადგებათ. კარგი ეფექტისთვის, საკიდით „დამუშავების“ შემდეგ ტანსაცმელი სპეციალურ ჩანთაში უნდა მოათავსოთ, სადაც მინიმუმ 5 საათი უნდა დატოვოთ.
