28 ივლისს რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „რადიო დუეტი“ ავტორ-შემსრულებელი კოტე ქარუმიძე სტუმრობდა, რომელმაც მსმენელს ახალი სიმღერა „ნაბიჯ-ნაბიჯ“ წარუდგინა.
მოგვიყევით სიმღერაზე „ნაბიჯ-ნაბიჯ“, რომლის პრემიერაც დღეს შედგება.
ეს სიმღერა დაახლოებით 7-8 თვის წინ დავამთავრე. „იუთუბზე“ კი დევს, მაგრამ რადიოში არასდროს გაგვიჟღერებია. სიმღერა ნანა ცინცაძის ტექსტზეა. საკმაოდ შინაარსიანი და ლამაზი ტექსტია. ისე მოვირგე, რომ მგონი, კარგი სიმღერა გამოვიდა. არანჟირება ჩემია.
როგორი გამოხმაურება მოჰყვა სიმღერას „იუთუბზე“?
სიმღერას ბევრი ნახვა აქვს. თავს იმდენის უფლებას არ მივცემ, რომ წავიტრაბახო, მაგრამ ზოგიერთ სიმღერაზე საკმაოდ ბევრი ნახვა და ლაიქი მაქვს.
სატელევიზიო პრემიერას თუ გეგმავთ?
ეს რომ დავგეგმო, ვიღაცამ უნდა შემომთავაზოს.
\
შემოქმედებაში საკმაოდ ხშირად გაქვთ ხოლმე პაუზა… ახლა როგორი გეგმები გაქვთ, უფრო აქტიურად გეგმავთ მუშაობას?
ამჯერად საკმაოდ გრძელი პაუზა გამომივიდა, დიდი ხანია ახალი სიმღერა არ გამომიტანია. ახლა ბევრი პროექტი მაქვს, დაახლოებით, 17-18 დაუსრულებელი სიმღერა მაქვს, მაქვს დამთავრებული სიმღერებიც, რომელთაც თანდათან გავაჟღერებ.
კოტე ქარუმიძე -„ნაბიჯ-ნაბიჯ“
გადაცემის აუდიოჩანაწერი
კოტე ქარუმიძე. პრემიერა გადაცემაში. ვიდეო კოლაჟი