LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საკმარისია, 30 წელია დამოუკიდებელი ვართ და ქართველი ქართველს ინგლისური ენის გარეშე ვეღარ უგებს – ალექსანდრე თვალჭრელიძე

118
BeFunky-collage (22)

ამ კანონპროექტს გადამეტებული ყურადღება ექცევა. ეს არის მცდელობა სერიოზული პრობლემებიდან ყურადღება მეორეხარისხოვან პრობლემებზე გადავიტანოთ, -ასე აფასებს ანალიტიკოსი ალექსანდრე თვალჭრელიძე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით მიმდინარე აქტიურ განხილვებს.

როგორც ანალიტიკოსმა “ფორტუნას” გადაცემაში “დღის თემა” აღნიშნა, მნიშვნელობა არ აქვს პრეზიდენტი დაადებს თუ არა ვეტოს აღნიშნულ კანონპოექტს.

“აბსოლუტურად მნიშვნელობა არ აქვს, შევა თუ არა მნიშვნელოვანი ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, მაშინ როდესაც არის ძალიან რთული პოლიტიკური და ეკონომიკური გამოწვევები საქართველოში. ჯობია ამათ მოვუაროთ. ჩემი აზრით, აბსოლუტურად მნიშვნელობა არ აქვს დაადებს თუ არა პრეზიდენტი ამ კანონპროექტს ვეტოს. ეს არის პატარა ბავშვების თამაში.

ეს თამაში ყველა პოლიტიკურ აქტორს აწყობს, რომლებიც იმყოფებიან ფსევდოსივრცეში, მაშინ როდესაც ქვეყანაში მოსაგვარებელია უამრავი სხვა პრობლემა”- განაცხადა ალექსანდრე თვალჭრელიძემ.

კითხვას, ხომ არ შეიძლება ამნისტიის კანონპოექტი გახდეს მორიგი უთანხმოების საგანი, ანალისტიკოსი ასე პასუხობს:

“შეიძლება პატარა კინკლაობის საგანი გახდეს, მაგრამ „ქართულ ოცნებას“ ხელთ აქვს ნებისმიერი ბერკეტი, რომ ეს კანონპროექტი, რომელსაც უბრალოდ უმრავლესობა სჭირდება, გაიტანოს პარლამენტში. ამნისტიის შესახებ მუხლი შარლ მიშელის დოკუმენტში დაემატა უბრალოდ იმისთვის, რომ რადიკალური ოპოზიცია სხვანაირად პარლამენტში შესვლას არ თანხმდებოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ევროკავშირმა ნიკა მელიას გირაო გადაიხადა

გადაიხდის თუ არა გირაოს ევროკავშირი, ეს მეორე საკითხია, მაგრამ თუ გადაიხდის, ეს არ არის იმის ცნობა, რომ საქართველოში არიან პოლიტპატიმრები. ეს არის იმის ცნობა, რომ ოღონდ მორჩით კინკლაობას, გაგვანებეთ თავი, მოუარეთ თავი თქვენ თავს თქვენ თვითონ. ეს არის ის გზავნილი, რომელიც გირაოს გადახდით ევროკავშირმა საქართველოს აცნობოს.

საერთოდ, საკმარისია, 30 წელია დამოუკიდებელი ვართ, უნდა შეგვეძლოს ერთმანეთთან მედიაციის გარეშე საუბარი. ქართველი ქართველს ინგლისური ენის გარეშე ვეღარ უგებს. ეს არის ჩემი აზრით, ყველაზე დამამცირებელი და დიდი პრობლემა საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში”.- განაცხადა ანალიტიკოსმა “ფორტუნას” ეთერში.

mazda magti 5g