ბრიტანულმა ფირმა Nicolas Mee & Co-მ გასაყიდად უნიკალური Aston Martin გამოიტანა. უნივერსალი, რომელიც 99 ეგზემპლარიდან ერთ-ერთია, სპეციალურ ფერშია შესრულებული და უამრავი საინტერესო დეტალიც აქვს.
ლიმიტირებული Aston Martin Vanquish 2016 წელს დაანონსდა და ამჟამად მხოლოდ 4 მოდელია გამოსული. სერია კუპეს, კაბრიოლეტსა და სპიდსტერს მოიცავს. აუქციონზე გამოტანილი Vanquish-ის პრემიერა 2017 წელს მონტერეის საავტომობილო კვირეულზე შედგა.
რაც შეეხება მოდელის ტექნიკურ მახასიათებლებს, მან ატმოსფერული V12 ძრავი მიიღო და 600 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია. აგრეგატი 8 დიაპაზონიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფთან ერთად მუშაობს.