“ვერ იპოვით ვერც ერთ მუხლს, რომლითაც მმართველი ძალა საკუთარ პოზიციებს იუმჯობესებს,” – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე განაცხადა, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებების დასამტკიცებლად მოიწვიეს.
მისივე თქმით, საკონსტიტუციო პროექტში უამრავი მუხლია, სადაც მმართველი პარტია საკუთარ სუბიეტურ პოზიციებს იუარესებს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოში არასწორი საკონსტიტუციო ტრადიცია სწორად უნდა გაგრძელდეს.
“თავიდანვე ცუდად დავიწყეთ, პირველივე შესწორება ეხებოდა 5%-იანი ბარიერის ჩანაცვლებას 7%-იანით. მაშინ ამ ცვლილებების ინიციატორი გახლდათ მიხეილ სააკაშვილი, როგორც არა ერთი ცვლილებისა, რომელმაც ხელი შეუწყო საქართველოში არასწორი საკონსტიტუციო ტრადიციების დამკვიდრებას, რომელსაც სწორი ტრადიციით ვცვლით,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტში რიგგარეშე სხდომა აქციის ფონზე მიმდინარეობს. საკონსტიტუციო ცვლილებებს ოპოზიციური პარტიები პარლამენტის შენობასთან აპროტესტებენ.